1
მოვემსახურეთ მომხმარებელს
1
არარეზიდენტ კომპანიას
1
% დღეისთვის ექსპორტის წილი
რას ვაკეთებთ
დღეს ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების კვალდაკვალ ვითარდება და სწრაფდება მრეწველობის მთელი რიგი დარგები, რაც ზრდის მოთხოვნას როგორც შეფუთვების ხარისხსა და მრავალფეროვნებაზე, ისე მათი დამზადების ვადებზე, ამის გამო, ჩვენ მუდმივად ვაკეთებთ ინვესტიციას ცოდნასა და ახალ ტექნოლოგიებში, რომ თქვენთვის გავხდეთ საიმედო დასაყრდენი, რომელიც თქვენს ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს მუყაოს შესაფუთი მასალების მიმართულებით.
რა შეგვიძლია საქართველოში
ფაბრიკა 1900 მდებარეობს მცხეთაში, სოფელ ძეგვში, ქარხნის საწარმოო ფართობი ოცი ათასი კვადრატული მეტრია, აღჭურვილია თანამედროვე ევროპული და აზიური დანადგარებით, ბიზნეს პროცესები და საწარმოს საოპერაციო ნაწილი სრულად ავტომატიზირებულია და იმართება ინდუსტრიისთვის სპეციალურად შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფებით, რაც გვეხმარება პროცესების ეფექტურად დაგეგმვასა და ნარჩენების შემცირებაში, პროდუქციის ხარისხის კონტროლში და მიკვლევადობაში, პროცესების და მარაგების მონიტორინგში, რაც საბოლოოდ, როგორც პროდუქციის, ისე მომსახურების ხარისხზე დადებითად ისახება.
საიდან დავიწყეთ
ჩვენ 2011 წლიდან დავიწყეთ შეფუთვების დარგში საქმიანობა, რასაც 2016 წელს მოყვა ახალი კომპანიის შექმნა და საწარმოს შენება, რომელიც მუდმივად იზრდება და ქვეყნის სხვა დარგებთან ერთად ვითარდება,. ფაბრიკა 1900 არის PMAG საქართველოს შემფუთველთა კლასტერის თანადამფუძნებელი კომპანია და აქტიურად მონაწილეობს რეგიონში შეფუთვების დარგის განვითარებაში.