ENG

ვაკანსია - კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

2017-02-01

გოფრირებული მუყაოს პროდუქციის - მუყაოს ყუთების და მუყაოს სხვა შესაფუთი მასალების მწარმოებელი ახალი საწარმო "ფაბრიკა 1900" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

 

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება

** ენების ცოდნა: რუსული, ინგლისური

** MS Office-ის საბაზისო ცოდნა

 

სამუშაოს აღწერილობა:

** პოტენციური მომხმარებლების იდენტიფიკაცია

** შეხვედრების ორგანიზება

** პრეზენტაციების მომზადება, პოტენციური მომხმარებლისთვის შეთავაზება

** პოტენციური თუ არსებული მომხმარებლებისთვის მაღალი დონის სერვისის შეთავაზება

** წინასწარ განსაზღვრული თვის/კვარტლის გეგმების შესრულება, (გუნდური/ინდივიდუალური)

** რეპორტინგი

 

‘ფაბრიკა 1900-ის’ საქმიანობის არეალია საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი.

დაინტერესებულმა პირებმა შეგიძლიათ რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე: office@fabrica1900.ge